Wednesday, December 22, 2010

მარინე ჯანელიძე - ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

       მარინე ჯანელიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტალური ნევროლოგიის ინსტიტუტში სადაც იგი იყო ორდინატორი, ასპირანტი, მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი ექიმი, დირექტორის მოადგილე, ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.
     შეთავსებით, სხვადასხვა დროს, იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი, პოსტდიპლომური
 განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ნერვულ სნეულებათა (ფსიქიატრიის კურსით) კათედრის გამგე და ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.

      2006 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტისა და სიმონ ხეჩინაშვილი სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
 მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს დემენციას, ინსულტს, გაფანტულ სკლეროზს, თავის ტკივილს, ფსიქომოტორულ დარღვევებს.
      იგი არის ნევროლოგთა მსოფლიო ფედერაციის და ევროპის ნევროლოგიურ საზოგადოებათა ფედერაციის წევრი, საქართველოს დემენტოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს ნევროლოგიური  ფორუმის და საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების დამფუძნებელი, საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

No comments:

Post a Comment

Post a Comment