Saturday, December 18, 2010

"ელექტროკლინიკური ნეირომიოლოგია"


         2010 წელს საპატრიარქოს გამომცემლობა „ნეკერის“ მიერ გამოცემულ იქნა ბატონ  რომან შაქარიშვილისა და ქალბატონ ნანა კვირკველიას მონოგრაფია "ელექტროკლინიკური ნეირომიოლოგია".
მონოგრაფია ეძღვნება ელექტრომიოგრაფიული მეთოდების გამოყენებას ნევროლოგიური და ნეიროსომატური დაავადებების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პერიფერიული ნეირომოტორული აპარატის ცალკეული რგოლის დაზიანების დიაგნოზირებაში, განვითარების მექანიზმის შესწავლასა და მონიტორინგში.
       მოყვანილია ჩონჩხის კუნთების მოტორული ერთეულების, პერიფერიული ნერვების მოტორულ და სენსორულ ბოჭკოებში აგზნების გატარების, ნერვკუნთოვანი გადაცემის პარამეტრების განსაზღვრის მეთოდური ხერხები. დეტალურად არის განხილული ელექტრომიოგრაფიის გამოყენების შესაძლებლობანი მოტონეირონის, პერიფერიული ნერვების მიელინური და აქსონური სტრუქტურების ნერვკუნთოვანი გადაცემის და კუნთოვანი ბოჭკოების დაზიანებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კლინიკური სინდრომების დიფერენცირებულ დიაგნოზირებაში.
       წიგნი განკუთვნილია ფართო წრისათვის–პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მომუშავე მეცნიერთათვის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართული სხვადასხვა პროფილის ექიმებისა და რეზიდენტებისათვის.
       ეძღვნება აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილი მიერ დაფუძნებული ნევროლოგიის ინსტიტუტის პირველ თაობას.

No comments:

Post a Comment